უზენაესი რადას დეპუტატს სახელმწიფო ღალატისთვის ბრალი წაუყენეს

გამოქვეყნდა:

უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის მიერ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, უკრაინელ დეპუტატს, ოლეგ ვოლოშინის სამშობლოს ღალატისთვის ბრალი წაუყენეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრი ავრცელებს

გამოძიების მასალების მიხედვით, პარლამენტარი 2020-2021 წლებში ეხმარებოდა რუსეთის ფედერაციის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უკრაინის წინააღმდეგ დივერსიულ საქმიანობაში.

"ვოლოშინი მიზანმიმართულად მანიპულირებდა უკრაინელების საზოგადოებრივი აზრით აგრესორი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. კერძოდ, მან თავის გამოსვლებსა და ინტერვიუებში წარმოადგინა დამახინჯებული ინფორმაცია უკრაინის სახელმწიფოს სამხედრო, პოლიტიკური და სოციალური სფეროების შესახებ.

ვოლოშინის ეს და სხვა საქმიანობა ადასტურებს, რომ იგი განზრახ მოქმედებდა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის, თავდაცვის შესაძლებლობების, სახელმწიფო, ეკონომიკური და საინფორმაციო უსაფრთხოების საზიანოდ.",- ნათქვამია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, ოლეგ ვოლოშინი ამჟამად საზღვარგარეთ იმალება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი