"პრადას" საფულე, რუსული და ქართული ფული, სამგზავრო ბარათი, იარაღი" - რა ნივთები ამოიღეს ესებუას დაკავებისას

გამოქვეყნდა:

"მთავარმა არხმა" ექსკლუზიურად მოიპოვა ბადრი ესებუასა დაკავებისა და ჩხრეკის ოქმები. დოკუმენტებით დგინდება რა ჰქონდა თან ძებნილს დაკავების დროს.

სამართალდამცავებმა სოფელ ჯიხაშკარში, ბადრი ესებუას აყვანის დროს ამოიღეს: 295 000 რუსული რუბლი, დაახლოებით, 3 000 ქართული ლარი, მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რამდენიმე ათეული ვაზნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბარათი და "პრადას" საფულე.

სამართალდამცველებს გვექე ჯიქიას სახლში შესვლისას არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იქ ბადრი ესებუა იყო. მათ იცოდნენ, რომ სახლში გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები ინახებოდა.

ამოღებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბარათი "პრადას" ფირმის საფულეში იდო, ამოიღეს მობილური სიმბრათი და 45 ლარიც. ამოღებული მობილური ტელეფონი იყო გამორთული და კორპუსში არ იდო ბატარეა. 

"2023 წლის 8 თებერვალს განსაკუთრებული აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩატარებული იქნა  ჩხრეკა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში მცხოვრებ გვექე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში, რის შედეგადაც დაკავებული იქნა ძებნილი ბადრი ესებუა. ოთახში მდგომი ორსაწოლიანი საწოლის ქვეშაგებს ზემოთ დევს ერთი ცალი შავი ფერის პისტოლეტის მაგვარი საგანი, საგანს ლულაში მოთავსებული აქვს ერთი ცალი ვაზნა, მორგებული აქვს ერთი ცალი მჭიდი, რომელშიც დევს რვა ცალი ვაზნა. იქვე საწოლის ქვეშაგების ზედაპირზე დევს ორი ცალი მჭიდი. ერთი მჭიდი არის ცარიელ მდგომარეობაში, ხოლო მეორე მჭიდში დევს რვა ცალი ვაზნა. იატაკზე დევს მოშავო ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, "colins-ის" ფირმის, რომლის მარცხენა ჯიბეში აღმოჩნდა Prada-ს ფირმის საფულე, ერთი ცალი "მეტრომანის" ბარათი, ერთი ცალი სილქნეტის სიმბარათი. ამავე ჯიბეში აღმოჩნდა 7 ცალი 5-ლარიანი და 1 ცალი 10-ლარიანი კუპიურა, სულ 45 ლარი. ამავე ქურთუკის მარცხენა გარეთა ჯიბეში დევს გასაღები, რომელსაც ჩამოკიდებული აქვს მწვანე ფერის ბრელოკი",- წერია ოქმში.

სამართალდამცველებმა ასევე ამოღეს ზურგჩანთა, სადაც დროებით ოკუპირებული აფხაზეთის პასპორტი იყო. ჩვენი მოპოვებული ექსკლუზივით ირკვევა, რომ ბადრი ესებუა აფხაზეთში ბესლან ანჩაბაძის სახელით გადადიოდა, ასევე ამ ზურგჩანთაში იყო თანხა და ვაზნები.

"ამავე ჩანთიდან, ამოღებულ იქნა ერთი ცალი მაჯის საათი, "Viforce-ს" ფირმის, ერთი ცალი კბილის ჯაგრისი, ერთი ცალი კბილის პასტა, ერთი ცალი სველი ქაღალდი, აეროზოლი, 4 ცალი ფრჩხილის საჭრელი, ტელეფონის დამტენი, ერთი ცალი "ფოვერბანკი", პისტოლეტის ჩასადები ჩიხოლი, ერთი ცალი, 9 ცალი ვაზნა, რომელიც მოთავსებულია პარკში, მუყაოს ყუთი, რომელშიც მოთავსებულია 4 ცალი ვაზნა, მუყაოს ყუთი 10 ვაზნით, ორი ცალი მუყაოს ყუთი 25 ვაზნით, სულ 50 ვაზნით, ერთი ცალი მზის სათვალე, ერთი ცალი აფხაზური პასპორტი, ანჩაბაძე ბესლანი, სახელი გვარით. [...] ერთი წყვილი სამხედრო ფორმა, შარვალი, ქურთუკი და ქუდი", - წერია საქმის მასალებში.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი