თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს - სამტრედიაში, მარტვილში, საგარეჯოსა და ქობულეთში აქციები გაიმართა

გამოქვეყნდა:

საქართველოს ოთხ ქალაქში - სამტრედიაში, მარტვილში, საგარეჯოსა და ქობულეთში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების და სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა და მის გადასარჩენად უწყვეტი პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ პროტესტი ქვეყნის ყველა ქალაქს და რაიონს მოიცავს, საბოლოოდ კი მასშტაბური აქცია თბილისში გაიმართება.

"აქციები გაგრძელდება ყველა რაიონში, საქართველოს ყველა ქალაქში ჩავალთ და ხვალ მაგალითად იქნება შეკვეთილშიც და აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამკურნალოდ", - განაცხადა ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა, დიმიტრი შაშკინმა, რომელიც საგარეჯოში იმყოფებოდა.

ხვალ 15:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივლენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი