ქუთაისში ბანკების ბანკომატები და ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს ბანკის" ბანკომატები და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

დაზიანებული აპარატები კომპანია "გურმანის" თანამშრომლებმა შენიშნეს. მათი თქმით, ადგილზე იყვნენ სამართალდამცველები, რომელთაც კამერის ჩანაწერები ამოიღეს და, სავარაუდოდ, მათი შესწავლაც დაიწყო.  

ამ დროისთვის უცნობია, წაღებულია თუ არა დაზიანებული აპარატებიდან თანხა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი