უკრაინამ 61 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა

გამოქვეყნდა:

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს ინფორმაციით, 61 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი უკვე უკრაინაშია გადასვენებული.​

"დღეს, 10 თებერვალს რეინტეგრაციის სამინისტროსა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისიის ოფისის დახმარებით, სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით, უკრაინის 61 დამცველის ცხედარი ახლობლებს დაუბრუნდა" - წერია განცხადებაში

 ​ოპერაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისრის ოლეგ კოტენკოსა და უკრაინის სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობით, ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად განხორციელდა. 

საერთო ჯამში, უკრაინამ  დღემდე 888 სამხედროს ცხედრის დაბრუნება შეძლო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი