
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 10 თებერვლის მდგომარეობით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უკვე 461 ბავშვი მოკლეს, დაშავდა 1 383-ზე მეტი.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:
დონეცკის რეგიონში - 443; ხარკოვის ოლქში - 270, კიევის ოლქში - 123, ჩერნიგოვის ოლქში - 86, ლუგანსკის ოლქში - 67, მიკოლაევის ოლქში - 82, ხერსონის ოლქში - 83, ზაპოროჟიეს ოლქში - 84 ლასტროვის ოლქში - 64, დნეპროპეტროვსკის ოლქი - 63, ლასტროვის ოლქში - 68.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.