ძმები კაკულიების საქმე - პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში ასაჩივრებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურა, ძმები კაკულიების საქმეზე, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ნაწილში გამართლების გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

უწყების ცნობით, საქმეში ბევრი მტკიცებულებაა, რომლითაც ძმები კაკულიების მიერ ჩადენილი დანაშაული მტკიცდება.  

"პროკურატურა ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები, თუმცა შეცვლილი კვალიფიკაციით დ.კ და გ.კ დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 27 მაისს, არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთ პირს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. ბრალდებულების მიერ ჩადენილმა ქმედებამ ასევე საფრთხე შეუქმნა ადგილზე მყოფ პირებს, მათ შორის ერთ-ერთმა მოქალაქემ ფეხის არეში დაზიანება მიიღო.

ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ მათ მიერ ნაქირავებ ბინაში", - წერია განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ მოსამარლე ზვიად შარაძემ  გუგა და დავით კაკულიები დამნაშავედ ცნო და 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი