თბილისის საქალაქო სასამართლომ გუგა და დავით კაკულიები დამნაშავედ ცნო და 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ ცოტა ხნის წინ მიიღო.

"ინტერპრესნიუსის" ცნობით, კაკულიების არაყიშვილის ქუჩაზე, ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ბრალდება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებით გადაუკვალიფიცირდათ. ასევე, ისინი გამტყუნდნენ იარაღის ჯგუფურად ტარებაში.

ძმები დამნაშავედ იქნენ ცნობილი საზღვრის უკანონო კვეთაშიც. 

შეგახსენებთ, რომ ძმები, გუგა და დავით კაკულიები გასული წლის მაისში დააკავეს. მათ ბრალად ედებათ სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთა.  ქურთიაშვილზე თავდასხმა თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე 2022 წლის 27 მაისს მოხდა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი