მაია სანდუმ პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატი წარადგინა

გამოქვეყნდა:

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დორინ რეჩანის კანდიდატურა წარადგინა, - ამის შესახებ სანდუმ საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.

 დორინ რეჩანმა  2 კვირის განმავლობაში პარლამენტს ახალი მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა უნდა წარუდგინოს.

მანამდე დორინ რეჩანი მოლდოვის უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა,ხოლო  2012-2015 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, რომ მოლდოვის პრემიერ-მინისტრი, ნატალია გავრილიცა დღეს თანამდებობიდან გადადგა, პრემიერის გადადგომით, დაიშალა ქვეყნის მთავრობაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი