1 წელში 228 უკრაინელი სპორტსმენი დაიღუპა, არ არსებობენ რუსი სპორტსმენები, რომლებმაც ხმამაღლა დაგმეს ეს ტერორი - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 228 უკრაინელი სპორტსმენი და მწვრთნელი დაიღუპა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორი ქვეყნების სპორტის მინისტრების სამიტის მონაწილეებისთვის ვიდეომიმართვისას განაცხადა - "რუსული აგრესიის 1 წლის განმავლობაში უკრაინაში 228 უკრაინელი სპორტსმენი და მწვრთნელი დაიღუპა! 228!" - თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ არ არსებობენ რუსი სპორტსმენები, რომლებმაც ხმამაღლა დაგმეს მათი ქვეყნის მიერ გაჩაღებული ტერორი და აგრესია. 

მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზია, რომ ბევრი რუსი სპორტსმენი დაკავშირებულია რუსეთის არმიის სპორტულ კლუბებთან და უშიშროების ძალებთან, ასევე აქვს სამხედრო, ან სხვა სპეციალური წოდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი