დამარცხება ბრძოლის გარეშე - სინდრომი, რომლითაც ქართული ოცნების ხელისუფლებაა შეპყრობილი. საქართველოს პრეზიდენტი ამ შეფასებით, ქართული ოპოზიცია და დასავლელი მოკავშირეები ერთხმად აკრიტიკებენ ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს. მმართველი პარტია პრაქტიკულად მეორე დღეა იმეორებს, რომ უკრაინის ომში რუსეთი იმარჯვებს და დასავლეთი სულ უფრო აქტიურად მოითხოვს მეორე ფრონტის გახსნას საქართველოში. დღეს საქართველოს სახელისუფლებო პარტიის ამ პოზიციის გამო უკვე ყველამ ხმამაღლა მოითხოვა განმარტებები - ვაშინგტონში ქართულ ოცნებას ახსენებენ, რომ მსოფლიოში ერთადერთი ომის პარტია არსებობს, უკრაინა უკვე რამდენიმე დღეა ელოდება პასუხს ვის მხარეს არის ქართული ოცნება, ქართული ოპოზიცია კი კობახიძეს იანუკოვიჩის ბედის გაზიარებას უწინასწარმეტყველებს.