
დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქებების ხმა ისმოდა - ინფორმაცია ქალაქის მერმა ივან ფედოროვმა გაავრცელა.
"მოუსვენარ ღამეს გისურვებთ, ოკუპანტებო!" - წერს ის ტელეგრამ არხზე.
პარალელურად, ბერდიანსკის ერთ-ერთმა ტელეგრამ არხმა გაავრცელა ინფორმაცია ტოკმაკის, მელიტოპოლის, მიხაილივკის დასახლებებთან რუსული პოზიციების დაზიანების შესახებ.
RIA Melitopol დასძენს, რომ რუსების სამხედრო პუნქტს ტოკმაკის რაიონში 2 რაკეტა მოხვდა.