ჯო ბაიდენის ვიზიტი პოლონეთში 20-22 თებერვალს გაიმართება

გამოქვეყნდა:

თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი პოლონეთში, უკრაინაში შეჭრის წლისთავის წინა დღეებში გაემგზავრება. აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტი 20-22 თებერვალს გაიმართება.

თეთრი სახლის პრესმდივნის კარინ ჟან-პიერის თქმით, ბაიდენი შეხვდება პოლონეთის პრეზიდენტს ანდჯეი დუდას, ასევე ბუქარესტის ცხრა ჯგუფის ლიდერებს, რომელშიც, პოლონეთის გარდა, შედის ბულგარეთი, უნგრეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, რუმინეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი.

ბაიდენი სიტყვითაც გამოვა, სადაც უკრაინელი ხალხის გამძლეობასა და დასავლეთის ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

ბაიდენის ადმინისტრაცია ომის წლისთავთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლის დეტალებზე და ღონისძიებების განრიგზე რამდენიმე კვირაა მუშაობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი