
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პარტნიორებთან შეხვედრისას, გამანადგურებელ თვითმფრინავების, ტანკებისა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით "კარგი სიგნალები" მიიღო.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით კიდევ მეტი სამუშაოა.
"ლონდონი, პარიზი, ბრიუსელი - ამ დღეებში ყველგან ვისაუბრე იმაზე, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენ ჯარები. არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებები და ჩვენ მივიღეთ კარგი სიგნალები. ეს ეხება, როგორც შორი მანძილის რაკეტებს და ტანკებს, ასევე ჩვენი თანამშრომლობის შემდეგ დონეს - საბრძოლო თვითმფრინავებს, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება ამაზე მუშაობა", - თქვა მან.
შეგახსენებთ, 8 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში. იმავე საღამოს ზელენსკი პარიზში საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შეხვდა. 9 თებერვალს კი ბრიუსელს ეწვია, სადაც ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა.