"ვამაყობ ყველა თქვენგანით, ვინც იბრძვით და შრომობთ ჩვენი ქვეყნისთვის!" - ზელენსკის მადლობა უკრაინელებს 

გამოქვეყნდა:

ამ კვირაში ბევრი მადლიერების სიტყვა ვუთხარი ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს - ყველას, ვინც გვეხმარება. ახლა კი მადლობის სიტყვები მინდა გითხრათ თქვენ, უკრაინელებო. ჩემთვის ყოველთვის პატივია უკრაინის წარმომადგენლობა და ვამაყობ ჩვენი ლამაზი და ძლიერი ხალხით. თქვენ გსმენიათ და ნახეთ, როგორ მიესალმებიან უკრაინას. ეს არის ის, რაც ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ. ვამაყობ უკრაინული გამბედაობით. ვამაყობ უკრაინის გამძლეობით. ვამაყობ უკრაინის ეფექტურობით. მე ვამაყობ ყველა თქვენით, ვინც იბრძვით და შრომობთ ჩვენი ქვეყნისთვის! ვინც ფრონტს და სახელმწიფოს უჭერს მხარს. მადლობა ყველას!

- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი