რუსეთმა ირანული დრონებით დნეპროპეტროვსკის რეგიონში ენერგეტიკული ობიექტები დაბომბა

გამოქვეყნდა:

11 თებერვლის ღამეს მტერი „შაჰიდის“ ტიპის თვითმფრინავებით თავს დაესხა დნეპროპეტროვსკის რეგიონში 3 ენერგეტიკულ ობიექტს, არის მნიშვნელოვანი ზიანი. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი Telegram-ზე ავრცელებს.

„ღამემ დნეპროპეტროვსკის ოლქში განგაშის ფონზე და მტრის დრონების თავდასხმებით ჩაიარა.მათი სამიზნე იყო ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა."- ნათქვამია განცხადებაში. 

ლისაკის ცნობით, ირანული დრონებით ორი ენერგეტიკული ობიექტი დაბომბეს კრივოი როგის რეგიონში და ერთი ნიკოპოლში. ამასთან, კრივოროჟსკში ერთსა და იმავე ობიექტს ერთ დღეში ორჯერ დაესხნენ თავს. დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წერს, რომ  ყველა ობიექტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი