
ჩვენ სხვადასხვა დონეზე, როგორც საჯაროდ, ისე არა საჯაროდ, დიპლომატიური არხებითა და პრეზიდენტის პირით, არაერთხელ ვთქვით, რომ აუცილებელია სააკაშვილის ბედი გადაწყდეს და ის უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში გადაიყვანონ სამკურნალოდ. საქართველო ჯერ კიდევ ევროპისკენ არის ორიენტირებული. საქართველომ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს მისი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანი ერთიან ევროპულ სივრცეში გაწევრიანებაა. ევროპა ასევე ეფუძნება ჰუმანისტურ პრინციპებს. და კარგი იქნებოდა, თუ საქართველო ჰუმანიტარული პრინციპებიდან გამოვიდოდა და სააკაშვილს, რომელიც ციხის პირობებში მძიმე მდგომარეობაშია, გადმოგვცემდა ჩვენ ან რომელიმე სხვა ქვეყანას. ჩვენ ამაზე ოფიციალურად და დიპლომატიური არხებით ვსაუბრობთ. და იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან გადავიყვანთ სააკაშვილს სამკურნალოდ
თქვა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში.