
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს იმყოფებოდა. მისი თქმით, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 141 ათასზე მეტი მაშველი მუშაობს.
"იმის მიუხედავად, რომ ჩვენ შევძელით, ალბათ უმსხვილესი სამძებრო-სამაშველო რაზმის მობილიზება, რომლის შემადგენლობაში 141 ათასზე მეტი წერია, სამწუხაროდ, ფაქტია, ჩვენ ვერ შევძელით ისე სწრაფად რეაგირება, როგორც ვიმედოვნებდით. ძალიან ვწუხვარ, რომ სამაშველო ოპერაციები ნელა მიმდინარეობს და არ შეგვიძლია ყველა ადამიანის უფრო სწრაფად გადარჩენა. ყველა მუნიციპალიტეტში უამრავი ადამიანი მუშაობს. თურქეთის ყველა მოქალაქე და ჩვენი მეგობრები მთელი მსოფლიოდან ვდგავართ დაზარალებულთა გვერდით", - თქვა ერდოღანმა.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 24 000-ს გადააჭარბა.