
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოთქვა იმედი, რომ მარტის ბოლომდე 80 ერთეული "Leopard 2" ტანკი მზად იქნება უკრაინისთვის გადასაცემად.
ჟურნალისტების კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა, რომ 2 ბატალიონი, ანუ დაახლოებით 80 " Leopard 2" ტანკი, ნამდვილად მზად იქნება მარტის ბოლომდე უკრაინაში გადასატანად, შოლცმა უპასუხა: "იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში წარმატებით დასრულდება".
ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღიარა, რომ „ეს ადვილი არ იქნება“. მან აღნიშნა, რომ ბერლინი პარტნიორებთან ერთად ცდილობს ამ საკითხის აქტუალიზებას.