CNN მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის კადრებს ავრცელებს [ვიდეო]

გამოქვეყნდა:

კლინიკა "ვივა მედიდან" მიხეილ სააკაშვილის ახალი კადრები გავრცელდა, რომელშიც გონების კარგვის რამდენიმე ეპიზოდი ჩანს. ვიდეომასალა CNN-მა გაავრცელა.

კადრები მედიას მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მიაწოდა. ვიდეო 2022 წლის 4 და 6 ოქტომბრით თარიღდება. 

მასიმო დანჯელოს თქმით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.

"მას პოლონეთი წაიყვანს, საფრანგეთი, აშშ. ცხადია, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნახა სააკაშვილის ფოტოები. უკრაინა წაიყვანს მას სამედიცინო მკურნალობისთვის. ის სასწრაფო გადაყვანას საჭიროებს და უნდა ჩაუტარდეს დეტოქსიკაციის პროცესი და მაშინაც კი ჩვენმა ნევროლოგმა არ იცის მოხდება თუ არა მისი დაზიანებული ტვინის შემობრუნება. ეს არის ამბავი სიკეთე-ბოროტების წინააღდეგ, პოლიციური სახელმწიფო თავისუფალი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ რეგიონში დემოკრატია სააკაშვილმა მიიტანა. მოხდა ხელისუფლების არაძალადობრივი ცვლილება პირველად სამხრეთ კავკასიის რეგიონში, როდესაც მან გადასცა ძალაუფლება მოქმედ ხელისუფლებას - ქართულ ოცნებას, რომელიც იმართება, რომლის არქიტექტორიც არის ბიძინა ივანიშვილი - ოლიგარქი, აშკარად პუტინის წარმომადგენელი. ჩვენ გვჭირდება აშშ-ის და მისი მოკავშირეების დახმარება. აშშ ათეულობით მილიონ დოლარ დახმარებას აძლევს საქართველოს, რათა მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ პროგრამებს, მხარი დაუჭიროს სასამართლო სისტემას. აქ ჩვენ გვჭირდება რეალური ძალისხმევა, დახმარების შეჩერება, სანქციების დაკისრება, სავიზო შეზღუდვები - ეს არის ასპექტები, რომელიც უნდა გამოვიყენოთ მისი გათავისუფლების დასაჩქარებლად.",- ამბობს დანჯელო. [თარგმანი: "ფორმულა"]

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი