
ჩრდ კორეამ ღამის აღლუმზე ქვეყნისთვის რეკორდული რაოდენობის კონტინენტთაშორისი ბირთვული რაკეტები (ICBM) წარადგინა.
აღლუმის ამსახველ ფოტოებზე თერთმეტი Hwasong-17 კონტინენტთაშორისი ბირთვული რაკეტა ჩანს, რომელსაც, სავარაუდოდ, ბირთვული ქობინით, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დარტყმის შესაძლებლობა აქვს.
ცნობისთვის ჩრდ. კორეამ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების და სანქციების მიუხედავად, 2022 წელს თავისი ბალისტიკური რაკეტების პროგრამა განავითარა და ათობით რაკეტა გამოცადა.