Mission is completed! - ნიკა გვარამიას გზავნილი 212-ე საკნიდან და ოლიგარქის დამარცხების სტრატეგია

გამოქვეყნდა:

Mission is completed! მისია შესრულებულია - რა უნდა გააკეთოს ხალხმა რომ ეს სიტყვები თქვას და ოლიგარქიული რეჟიმი დაამარცხოს. რუსთავის ციხის 212-ე საკნიდან ნიკა გვარამია დეტალურად აღწერს ბიძინა ივანიშვილის კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის ბუნებას და იმას, თუ რატომ აქვს ივანიშვილს ხალხზე უპირატესობა. ნიკა გვარამია წერს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ოლიგარქის მიზნის არცოდნა და შესაბამისად მისი ნაბიჯებისა და ქმედებების მცდარი პროგნოზირებაა. რას სურს ბიძინას? ნიკა ფიქრობს, რომ ეს მიზანი ერთადერთია - ხელისუფლების უზურპაცია მანამ, ვიდრე ცოცხალია. ამ მიზნის მისაღწევად კი გააკეთებს ყველაფერს და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სტრატეგიული ხაზი ე.წ. სუვერენისტული იდეოლოგია იქნება. ანუ ის მიმართულება და რიტორიკა, რომლითაც ახლა ოცნების რადიკალურ ფრთას - ხალხის ძალას ალაპარაკებს. ივანიშვილი, რომელსაც მხოლოდ რუსეთის ეშინია, წავა ყველაფერზე - მათ შორის სააკაშვილის მოკვდინებაზე, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. პოლიტპატიმარი ნიკა გვარამია საზოგადოებას გამოსავალსაც სთავაზობს - მოვრჩეთ ოცნებას და ვიმოქმედოთ, იმისათვის რომ ხალხმა თქვას - Mission is Completed!
 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი