თურქეთში, მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 12 ადამიანი დააკავეს

გამოქვეყნდა:

თურქეთის პოლიციამ, სამხრეთ-აღმოსავლეთის პროვინციებში - გაზიანთეპსა და შანლიურფაში, მიწისძვრების შედეგად დანგრეული შენობების საქმეზე, მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 12 ადამიანი დააკავა

დაკავებულთა შორის არიან კონტრაქტორები. მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია რომ დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება, რადგან პროკურატურას 29 ადამიანის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. 

7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, თურქეთში დაახლოებით 6 ათასი შენობა დაინგრა. ბოლო მონაცემებით, მსხვერპლის რაოდენობა მხოლოდ თურქეთში 21 ათასს აჭარბებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი