
თურქეთის მიწისძვრებისა და რისკის შემცირების დეპარტამენტის [AFAD] ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში მომხდარი 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად გამოთავისუფლებულ ენერგიას, 500 ატომური ბომბის ეფექტი და ენერგია ჰქონდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიწისძვრის ზონაში არ არის ლავის ნაკადები, ვულკანური ფერფლი, ნავთობი ან გაზი.
"ეს სხვა არაფერია თუ არა მიწისძვრებით გამოწვეული უბრალო მასობრივი მოძრაობა. რეგიონში არ არსებობს ქანების სტრუქტურული ჯგუფი, რომელმაც შეიძლება ვულკანური ამოფრქვევა გამოიწვიოს“, - თქვა ორჰან თათარმა.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა.ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რაოდენობა 25 ათასს აჭარბებს.