თურქეთში მინიმუმ 98 ადამიანი დააკავეს მიწისძვრის მსხვერპლთა სავარაუდო ძარცვის, ქურდობის ან თაღლითობის ბრალდებით 

გამოქვეყნდა:

თურქეთის უშიშროების ძალებმა დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, დაზიანებული შენობების სავარაუდო ძარცვის, ქურდობისა და დაზარალებულთა თაღლითობისთვის მინიმუმ 98 ადამიანი დააკავეს - ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu იტყობინება

გამოცემის ცნობით, წყაროების თანახმად, რომლებსაც სურდათ ანონიმურად დარჩენა, გამოძიება ჩატარდა მინიმუმ 42 ეჭვმიტანილზე თურქეთის სამხრეთ ჰათაის პროვინციაში დაზიანებული შენობების გაძარცვის ბრალდებებთან დაკავშირებით. 

"სულ მცირე 40 ეჭვმიტანილი დააკავეს და უსაფრთხოების ჯგუფმა ამოიღო ექვსი იარაღი, სამი თოფი, სამკაულები, საბანკო ბარათები, 11,000 დოლარი და 70,000 თურქული ლირა (დაახლოებით 3,700 დოლარი) ნაღდი ფული"- ნათქვამია სტატიაში. 

კიდევ ორი ადამიანი დააკავეს მას შემდეგ, რაც ჰატაის პროვინციაში მიწისძვრის მსხვერპლთათვის განკუთვნილი ექვსი სატვირთო მანქანის საკვების გაძარცვას ცდილობდნენ.  გამოცემის ცნობით, მათ მსხვერპლს, ნედიმ აკარსუს, დაურეკეს, თავი ტელეკომუნიკაციის მუშაკებად წარმოადგინეს და უთხრეს, რომ შეეძლოთ დაეხმარონ მას შემდეგ, რაც ის მიაწვდიდა მის პირად საბანკო ინფორმაციას.

სულ მცირე ექვსი ადამიანი ასევე დააკავეს სტამბოლში სამხრეთ გაზიანთეფში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლების წინაშე განხორციელებული თაღლითობის გამო. 

"Anadolu-ს" ცნობით, ათობით ეჭვმიტანილი დააკავეს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში სავარაუდო ქურდობისა და ძარცვისთვის. გარდა ამისა, ეჭვმიტანილები დააკავეს მინიმუმ რვა პროვინციაში. 

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვი 25 000-ს აჭარბებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი