"ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია" - ეს წარწერა სამოქალაქო აქტივისტებმა კულტურის სამინსიტროს შენობაზე და მიმდებარედ დატოვეს, ამ წარწერით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს მხატვარ სანდრო სულაბერიძეს.
თუმცა მათ სამართალდამცველება აზრის გამოხატვის უფლება არ მისცეს და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ქალაქ თბილსის იერსახის დამახინჯების გამო, თბილსიის მერიის სპეციალურ სამსახურს გადაეცემა თქვენი მონაცემები, შესაბამისად რეაგირებას ისინი მოახდენენ. რაც შეეხება თქვენ განაცხადს, გენერალურ ინსპექციაში დავაფიქსირებთ",- უთხრა სამართალდამცველმა აქტივისტებს.
ცნობისთვის, 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში, სადაც გამოფენა გაიხსნა, ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევრები ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე წარწერა დატოვა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია". შსს-მ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.
ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურსაც მიმართავენ და მოუწოდებენ, საქმის კვალიფიკაცია შეცვალოს.