ღარიბაშვილი მსოფლიოს მთავრობათა სამიტში მონაწილეობის მისაღებად, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაში ავრცელებენ. 

მათი ცნობით, ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს მთავრობათა სამიტში, რომელიც დუბაიში გაიმართება და ის სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრების გამართვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი