თურქეთში მაშველებმა 10 წლის გოგონა ნანგრევებიდან 147 საათის შემდეგ გამოიყვანეს

გამოქვეყნდა:

სტამბოლის მუნიციპალიტეტის ცნობით, 10 წლის გოგონა ნანგრევებიდან გამოიყვანეს სამხრეთ თურქეთის ჰათაის პროვინციაში, რეგიონში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდა 147 საათის შემდეგ.

 სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა გოგონა, სახელად ჯუდი, ნანგრევებიდან ამოიყვანეს და საკაცით კლინიკაში გადაიყვანეს. 

"ჯუდი ჩვენი საყვარელი. საყვარელო ჯუდი", - გაისმა ვიდეოში მყოფი პირის სიტყვები, "ალილუია!"

ამასთან, თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, მიწისძვრიდან 152 საათის შემდეგ, ადიიამანის პროვინციაში მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 7 და 8 წლის ბიჭი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი