დროებით ოკუპირებულ ხერსონში რუსები ხალხს სახლებს ართმევენ - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის ორ დასახლებაში რუსები ცდილობენ, ადგილობრივ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლი წაართვან და საოკუპაციო „ადმინისტრაციის“ სასარგებლოდ გამოიყენონ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

ოკუპანტები კარდაკარ დადიან და ამოწმებენ, რომ ადამიანებს აქვთ ბინადრობის ნებართვა და საცხოვრებლის საკუთრების საბუთები.

„მიტოვებული სახლები ილუქება შეტყობინებებით, რომელშიც ნათქვამია, რომ შენობა ე.წ. საოკუპაციო "ადგილობრივი ადმინისტრაციის“ საკუთრებაში გადავიდა“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

გენშტაბის ცნობით, ასეთი ფაქტები, ბრილოვკასა და ნოვოკიევკას დასახლებებში გამოვლინდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი