თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 29 000-ს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

თურქეთსა და ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 29 000-ს გადააჭარბა. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

Aljazeera-ს ცნობით, თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 24 617-მდე გაიზარდა, ხოლო სირიაში მიწისძვრას 4 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

გაეროს ცნობით, სირიაში 5,3 მილიონამდე ადამიანი შესაძლოა, უსახლკაროდ დარჩეს მიწისძვრების შემდეგ, ხოლო თითქმის 900 000 ადამიანს სასწრაფოდ ესაჭიროება ცხელი საკვები თურქეთსა და სირიაში.

შეგახსენებთ, ორშაბათს, 6 თებერვალს, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი