ოკუპაციის ახალი გზა | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

ვიდრე ხელისუფლება საზოგადოების გაბრუებას ანტიდასავლური და კაპიტულანტური პროპაგანდით ცდილობს, რუსეთი დროს არ კარგავს. აი ის რუსეთი, უკრაინაში მარცხს მარცხზე რომ განიცდის და წესით ამისთვის ახლა არ უნდა ეცალოს, საქართველოს საბოლოო ანექსია-მიერთების ჰიბრიდულ მოდელებს აქედანვე ამუშვაებს. და ეს გასაგებიცაა.

უკრაინაში განცდილის გარდაუვალი მარცხის შემდეგ, საკუთარ პუბლიკას იმპერიულ-იდელოგიური ლუკმა უნდა გადაუგდოს, და რა შეიძლება იყოს იმაზე იოლი საკბილო, ვიდრე დღევანდელი საქართველოა, ქვეყანა, რომლის ხელისუფლებაც მზადაა ნებისმიერი სტრატეგიული ინტერესი დათმოს. რუსეთის ამ ჰიბრიდული ოკუპაციის მთავარი ინსტრუმენტი კი ეკონომიკა და სავაჭრო გზებია. საქართველოს ევროპასთან დამაკავშირებელი მაგისტრალების საბოტაჟით ქვეყანა სტრატეგიულ პოზიციებსაც კარგავს, და გარესამყაროსგან სულ უფრო იზოლირებული ხდება.

ამის საპირწონედ კი რუსეთი გამალებით აშენებს საქართველოსკენ მომავალ გზებს, იქნება ეს ლარსის ახალი დერეფანი, ჩეჩნეთიდან სატიალომდე წამოსული მაგისტრალი, დაღესტანი - კახეთის მაგისტრალი თუ მამისონამდე მოსული ახალი მაგისტრალი. ეს გზები რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებასაც ზრდის, და მეორე მხრივ სამხედრო დანიშნულებითაც სახიფათოა. შემთხვევითი არაა, რომ რუსეთი 2 საუკუნეა, ტრანსკავკასიურ გზებს სწორედ სამხედრო გზებს უწოდებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი