
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თანამდებობის ვადის გაგრძელებას არ აპირებს და მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ვადა ამოიწურება, ის პოსტს დატოვებს. ამის შესახებ სტოლტენბერგის პრესსპიკერმა
ოანა ლუნგესკუმ ისაუბრა.
მისი განცხადებით, "მას არ სურს მანდატის კიდევ ერთხელ გახანგრძლივება".
მანამდე, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტოლტენბერგი თანამდებობაზე დარჩენას აპირებდა, რათა ალიანსში უკრაინაში მიმდინარე ომის დროს სტაბილურობა შენარჩუნებულიყო.