თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 33 ათასს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 33 ათასს გადააჭარბა

CNN-ის ცნობით, ამ დროის მონაცემებით, ორივე ქვეყანაში, მსხვერპლი 33 181-ს შეადგენს. თურქეთში დაღუპულია 29 605, სირიაში კი 3 576. 

გაეროს ცნობით, სირიაში, მიწისძვრების შემდეგ, 5,3 მილიონამდე ადამიანი, შესაძლოა, უსახლკაროდ დარჩეს, თურქეთსა და სირიაში თითქმის 900 000 პირს კი ცხელი საკვები სასწრაფოდ ესაჭიროება. 

შეგახსენებთ, ორშაბათს, 6 თებერვალს, თურქეთსა და სირიაში 7.8 და 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები მოხდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი