
"თავისუფალია ხელოვნება აბა რა! ემანდ მშვიდობიანი გარემო არ შეიქმნას მაგ სფეროშიო და მოიფიქრეს აქცია-პერფორმანსი", - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი მხატვარ სანდრო სულაბერიძის მსარდამჭერ აქციასა და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
თავისუფალია ხელოვნება აბა რა! და საპირისპირო რა ხდება?! სად ნახეთ დატყვევება? მაგალითი მოიყვანოს ვინმემ, ერთი მაინც. სხვა რამეშია საქმე. კარგი გამოფენები გაკეთდა, კარგი აქციები ჩატარდა, ბევრი პოზიტივიაო ვიღაცამ იფიქრა, ემანდ მშვიდობიანი გარემო არ შეიქმნას მაგ სფეროშიო და მოიფიქრეს აქცია-პერფორმანსი, - წერს ვოლსკი.
ცნობისთვის, 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში, სადაც გამოფენა გაიხსნა, ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევრები ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე წარწერა დატოვა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია". შსს-მ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.
ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურსაც მიმართავენ და მოუწოდებენ, საქმის კვალიფიკაცია შეცვალოს.