"თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს" - ამ სახელწოდებით საპროტექტო აქცია ქართველმა ემიგრანტებმა ნიუ-იორკში, "თაიმს სქვერზე" გამართეს.
ისინი საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური პატიმრობის დასრულებისა და საზღვარგარეთ კლინკაში გადაყვანისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ რუსეთი მტერი და ოკუპანტია. მათივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინისა და ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია. პროტესტის მონაწილეების თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ყველა დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.