რუსი უფლებადამცველი ამბობს, რომ მესაზღვრეებმა საქართველოში არ შემოუშვეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის კრიზისული ცენტრის, Насилию.Нет-ის დამფუძნებელი, ანა რივინა საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ რივინამ რუსულ გამოცემა Холод-თან ისაუბრა.

ანა რივინას თქმით, ის ერევნიდან თბილისში ჩაფრინდა, სადაც ბოლო თვეებია ცხოვრობს. მისივე განმარტებით, ის საზღვარზე მესაზღვრეების გადაწყვეტილებას 3 საათის განმავლობაში ელოდა, თუმცა საბოლოოდ საქართველოში არ შეუშვეს. 

როგორც რივინამ აღნიშნა, საქართველოში ჩამოსვლისას საზღვარზე მას ადრეც აყოვნებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ქვეყანაში უშვებდნენ. ამჟამად რივინა თბილისიდან დეპორტაციას ელოდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი