
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავზე, 24 თებერვლისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყანაში სანქციები მზადდება.
"24 თებერვალს ახალი სანქციები დაანონსდება. ისინი გამოცხადდება სხვადასხვა ქვეყნისგან სხვადასხვა ინსტიტუციის მიმართ. ეს იქნება ერთიანობის კიდევ ერთი სიგნალი გამარჯვების მისაღწევად. რაც შეეხება გაერო-ს და რუსეთის უშიშროების საბჭოში გაწევრიანებას ჩვენ დავადგინეთ გაეროსა და რუსეთის უშიშროების საბჭოში წევრობის კურსი. ამ გზის გავლა ადვილი არ იქნება... რადგან ის გულისხმობს გლობალური ინსტიტუტის ხელახლა შექმნას. თუმცა, ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა", - თქვა კულებამ.
მისივე თქმით, გაეროდან რუსეთის გარიცხვას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ რუსეთისთვის ლეგიტიმაციის წართმევა, ძლიერი საერთაშორისო დარტყმა იქნება.