ცენზურა და ანტიკონსტიტუციურია - გამოფენის ორგანიზატორი სულაბერიძის წინააღმდეგ გამოძიებაზე

გამოქვეყნდა:

გამოფენა "ავტოპორტრეტი სარკესთან" ორგანიზატორი, ანა რიაბოშენკო სანდრო სულაბერიძესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ მხატვრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ცენზურის მცდელობა და ანტიკონსტიტუციურია.

რიაბოშენკო განმარტავს, რომ მხატვრის მხრიდან საკუთარი ნამუშევრის გალერეიდან გატანა ხელშეკრულების დარღვევა რომც ყოფილიყო, მსგავსი საკითხები მუზეუმის შიგნით ადმინისტრაციული წესით გვარდება. 

"მე ვთვლი, რომ ეს არის ცენზურა, რაც აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციურია და ამას სამწუხაროდ, ვხედავთ უკვე საკმაოდ დიდი ხანია. ხელშეკრულების საფუძველზე, თუკი მან გაიტანა დროზე ადრე, თუნდაც ეს ყოფილიყო დარღვევა, მსგავსი შემთხვევები გვარდება მუზეუმის შიგნით ადმინისტრაციული წესებით და არავითარ შემთხვევაში აქ არ ვრევთ, ვთქვათ, პოლიციას.

ერთადერთი ფორმა, რის გამოც მათ შეეძლოთ გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან ან მიეღოთ შენიშვნა, ეს არის როცა მუზეუმში შედის ნამუშევარ. შემდგომ უკვე ამის გატანა ხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ამ ტერიტორიიდან, მაგრამ ეს უნდა კონტროლდებოდეს. ამ შემთხვევაში ესენი თავს იმართლებენ, რომ მსგავსად შესაძლებელი იქნებოდა ფიროსმანის გატანა და სხვა ნამუშევრების", - თქვა ანა რიაბოშენკომ.

შეგახსენებთ, მხატვარი სანდრო სულაბერიძის საქმეზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 

4 თებერვალს ეროვნულ მუზეუმში გამოფენაზე "ავტოპორტრეტი სარკესთან" ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ  საკუთარი ნამუშევრები ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე წარწერა დატოვა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია".

ხელოვანთა და საზოგადოები ნაწილი  აგროვებს და შსს-ს საქმის კვალიფიკაციის შეცვლის თხოვნით მიმართავს. ამავე მოთხოვნით და სანდრო სულაბერიძის მხარდასაჭერად გუშინ, 12 ოქტომბერს ეროვნულ გალერეასთან აქციაც გაიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი