კულტურის სამინისტროს გენინსპექცია პრეზიდენტის სასახლეში მივიდა

გამოქვეყნდა:

კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახური პრეზიდენტის სასახლეში მივიდა. ადგილზე ისინი ხელოვნების სასახლის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებიან. 

გავრცელებული ცნობით, ისინი ადგილზე  ხელოვნების სასახლის კუთვნილი 5 ნამუშევრის წამოღების მიზნით მივიდნენ.  ნამუშევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დროებით უნდა ყოფილიყო განთავსებული.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი გუშინ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მხატვარ სანდრო სულაბერიძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. მან დაწერა, რომ პოლიციელების მანქანები ცისფერი გალერიასთან სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს არცხვენს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი