"ჩვენ ვნახეთ სხვა რეზოლუციაც და რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის გავრცელების წყაროდ, რაც თავისთავად ძირს უთხრის ნდობას, ამ რეზოლუციების მიმართ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ასეთი სახის შინაარსის ჩაწერა რეზოლუციებში, ეს თავად ევროპარლამენტის პრობლემაა, ვინაიდან, ყალბი ინფორმაციის გავრცელება რეზოლუციების მეშვეობით ძირს უთხრის ნდობას ევროპარლამენტის მიმართ".
თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში დარეგისტრირებულ რეზოლუციებზე.