დღეს სააკაშვილი ე.წ. მეგობრებთან ერთად ცდილობს როგორმე დააღწიოს თავი ციხეს - კალაძე რეზოლუციებზე

გამოქვეყნდა:

"ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ძალიან დიდი ქველმოქმედი, მეცენატი ადამიანი, რომელსაც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. რა ვიცი, რომელი ერთი პროექტი ჩამოვთვალო, მაგრამ ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ადამიანმა გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს იყო 2012 წელს მისი გადაწყვეტილება, პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით და ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც დაამარცხა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელიც წლების განმავლობაში მართავდა ქვეყანას. 

მისი შემოყვანის დღიდან დაგეგმილი იყო ქვეყანაში მოეწყოთ გადატრიალება, დაპირისპირება, რევოლუცია, ხელისუფლების ჩამოგდება, ეს ყველაფერი გაწერილი სცენარი იყო, მაგრამ ჩაუფლავდათ, არაფერი არ გამოუვიდათ და დღეს სააკაშვილი ე.წ. მეგობრებთან ერთად ცდილობს როგორმე დააღწიოს თავი ციხეს". 

განაცხადა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტში დარეგისტრირებული რეზოლიციების შესახებ, რომლებშიც ივანიშვილის დასანქცირებაზეა საუბარი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი