ანა გაბეჩავამ მხოლოდ ჩხუბის შესახებ იცოდა - გაბეჩავას ადვოკატი

გამოქვეყნდა:

დღეს, საგამოძიებო უწყებაში, საბედისწერო დაბადების დღის იუბილარი ანა გაბეჩავა და დიჯეი კოკო დაიბრეს - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვების სერია ისევ გრძელდება. 

უცნობია, რა კითხვები ჰოქონდა კონსტანტინე ღიბრაძესთან გამოძიებას. ანა გაბეჩავას ადვოკატი კი ამბობს, რომ იუბილარს, აგარაკზე მოხმდარი ჩხუბის ამსახველი კადრები აჩვენეს.

რა თქმა უნდა, ეს ვიდეოჩანაწერები ეკუთვნის სწორედ, იმ ღამეს, რომელიც გამოძიებას აქვს საქმის მასალებში. შესაბამისად მოხდა, ამ ვიდეოკამერების დათვარიელება. გაბეჩავამ, მოგეხსენებათ პრობლემის არსი ვერ გაითავისა ისე, თუ რა პრობლემასთან ჰქონდა საქმე და რა სირთულესთან და რა შედეგი შეიძლება დამდგარიყო, რეალურად. მან უბრალოდ იცოდა, მხოლოდ ჩხუბის შესახებ და სწორედ, ოფიციალური გაგების შემდგომ ცდილობს, გააკრვიოს, თავისი ძალებით, თავისი შესაძლებლობებით, თუ სად არის გიორგი შაქარაშვილი. რა კითხვაც დაუსვა გამოძიებამ, რეალურად გასცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, - ამბობს ადვოკატი, თათია მანეჟაშვილი. 

საგამოძიებო უწყებაში, ასევე იმყოფებოდა ერთ-ერთი არასრულწოვანის ადვოკატიც, რომელიც ამბობს, რომ ლ.შ ბრალს არ აღიარებს. მისივე თქმით, არასრულწლოვანს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია და გიორგი შქარაშვილის დაკარგვა ანა გაბეჩავასგან გაიგო.

მინდა გითხრათ, რომ ლ.შ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ადასტურებს იმ ფაქტს და არ ფლობს ინფორმაციას, რომ ვინმე არის დაკარგული. ადასტურებს იმას, რომ არ მიუღია მონაწილეობა დაპირისპირებაში და ერთადერთი კომუნიკაცია, რაც ჰქონდა მის მეგობრებთან იყო გამოწვეული იმით, რომ ის უნდა დაბრუნებულიყო თბილისში და მეგობრებმა ამიტომ ჩამოაკითხეს თბილისიდან. რა ორგანიზება უნდა გაეწია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჯგუფური ძალადობის, ხუთიწუთის განმავლობაში. რაც შეეხება მცირედ ძალადობას, რაც იყო სამხედრო ქუჩა 76-ში და შემდგომში ამას ადასტურებს, მაგრამ არანაირი ორგანიზება ჯგუფურ ძალადობაში არ მიუღია და არ განუხორციელებია ჩემი დაცვისქვეშ მყოფს, - ამბობ ადვოკატი 

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი