
თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში "დაუდევრობაში" ბრალდებული ქონების დეველოპერების დაპატიმრების ტალღა გაატარა. ეს ხდება ქვეყანაში გასულ ორშაბათს მომხდარი, 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის, მიწისძვრის შემდეგ.
თურქეთის იუსტიციის მინისტრმა კვირას განაცხადა, რომ მინიმუმ 134 ადამიანი განიხილება როგორც ეჭვმიტანილი და მიმდინარეობს გამოძიება მიწისძვრის დროს დანგრეული შენობების მშენებლობასთან დაკავშირებით.
"ამ ეჭვმიტანილიდან სამი დააკავეს სასამართლო პროცესზე, მათგან შვიდი პატიმრობაში იმყოფება, შვიდს გამგზავრება აეკრძალა", - თქვა მინისტრმა.
თურქეთში მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში მიწისძვრები უცხო არაა და რომ მთავრობა მზად არ იყო გასამკლავებლად. თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ იყო "ნაკლოვანებები", მაგრამ დასძინა, რომ შეუძლებელი იყო ამ მასშტაბის კატასტროფისთვის ქვეყანა მზად ყოფილიყო.
ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 36 000-ს აჭარბებს. ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშოები გრძელდება.