
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიჯარტო ბელარუსში "საკომუნიკაციო არხების გახსნისა და მშვიდობაზე საუბრის მიზნით" ჩავიდა.
სიჯარტო სოციალურ ქსელში წერს, რომ ის მინსკში მოლაპარაკებების დროს "მშვიდობიან პოზიციას დაიკავებს" და იმედოვნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრი მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.
მისივე თქმით, ბელარუსში ვიზიტის გამო ის მზად იყო კრიტიკის მოსასმენად, თუმცა ამბობს: "ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კომუნიკაციის ღია არხები".
შეგახსენებთ, რომ უნგრეთმა არაერთხელ გააკრიტიკა ევროკავშირის ანტირუსული სანქციები და ამტკიცებდა, რომ მათ რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვნად დასუსტება ვერ შეძლეს მაშინ, როცა ევროპის ეკონომიკა ამ შეზღუდვების საფრთხის წინაშეა.