საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა, - ინფორმაციას საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
საელჩო წერს, რომ ეროვნული ორდენი ლომჯარიას გადაეცემა იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც მან სახალხო დამცველის სამსახურისთვის შეასრულა.
"დღეს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ქალბატონი შერაზ გასრი, შეხვდა საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას, რათა მისთვის ეცნობებინა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ბ-ნმა მაკრონმა იგი ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა. ეს ჯილდო ქ-ნ ლომჯარიას გადაეცემა მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც მან ქართული დემოკრატიის ამ ერთ-ერთი საყრდენი ინსტიტუტიციის სათავეში შეასრულა. გულწრფელად ვულოცავთ მას", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.