ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპული ტურნეს ფარგლებში, რუსეთში ჩავა

გამოქვეყნდა:

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი, ევროპული ტურნეს ფარგლებში მოსკოვს ეწვევა. არსებული ინფორმაციით, ის მოსკოვში თებერვლის შუა რიცხვებში ჩავა.

BBC-ს ცნობით, 9-დღიანი ტურნეს ფარგლებში ის ეწვევა საფრანგეთს, იტალიას, უნგრეთსა და გერმანიას, ასევე დაესწრება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, რომელიც 17-19 თებერვალს გაიმართება.

ვიზიტის მიზანი, ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, "აზრთა გაცვლაა ორმხრივი ინტერესის აქტუალურ საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე".

შეგახსენებთ, რომ ჩინეთი ოფიციალურად არ შეუერთდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ტრადიციულად ფრთხილად კომენტარს აკეთებს უკრაინის ომზე. ცნობისთვის ომის დაწყებიდან ჩინეთის ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა მხარეებს კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაჭრისკენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი