"24 თებერვალი, პარლამენტთან!" | აქციის ორგანიზატორებმა მშრალი ხიდიდან ბანერი გადმოფინეს

გამოქვეყნდა:

"24 თებერვალი, პარლამენტთან!", - ამ შინაარსის ბანერი 24 თებერვლის აქციის ორგანიზატორებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მშრალი ხიდიდან გადმოფინეს. 

პერფორმანსის მონაწილეები საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ 24 თებერვალს, ღამის 7 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილ, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ.

მათივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინა ვერ გრძნობს იმ მხარდაჭერას, რასაც უნდა გრძნობდეს, ამიტომ ეს საქმე საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი