"დროა, სალომე ზურაბიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს" | ფეიგინი

გამოქვეყნდა:

"დროა, სალომე ზურაბიშვილმა შეწყვიტოს ოპოზიციისა და პოზიციის დადანაშაულება, აიღოს პასუხისმგებლობა და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს", - ამის შესახებ რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი "მთავარ არხთან" საუბრობს.

"მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. როდესაც ამბობენ, რომ მან რაღაც დანაშაული ჩაიდინა და ამიტომ ისჯება - სასაცილო და არასერიოზული განცხადებაა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ სძულს მოქმედ ხელისუფლებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი. არ მახსოვს სააკაშვილი ასე მოქცეოდა მის პოლიტიკურ ოპონენტებს ან ბატონ შევარდნაძეს. სააკაშვილის პატიმრობა წინააღმდეგობაშია ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან და საზოგადოებრივ აზრთან.

განა ქართველებს სურთ მოსკოვის დღის წესრგის დაუბრუნდნენ?! თუ სააკაშვილის საქმე სამართლიანად არ გადაწყდება, საქართველო ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივებს დაცილდება. სალომე ზურაბიშვილი შეცდა, როდესაც თქვა, რომ დასავლეთი ერთი ადამიანის გამო არ შეაჩერებს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. ზუსტად რომ ერთი ადამიანის გამო შეაჩერებენ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. მიკვრის რატომ არ ესმით საქართველოში დასავლეთის შესაძლებლობები. რატომ არ ფიქრობს "ქართული ოცნება" იმაზე, რომ შეიძლება ერთ დღეს სააკაშვილის სიტუაციაში თვითონ აღმოჩნდეს. მერე გვიან იქნება.

რაც შეეხება მიხეილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ყველა ხედავს, როგორი მძიმე ფაქტის წინაშე ვართ. თავს ძალიან ცუდად გრძნობს. გვეგონა, რომ 4 იანვრის აქციების შემდეგ რამე შეიცვლებოდა და მთავრობა საჭირო ნაბიჯებს გადადგამდა, მაგრამ არა. მე, როგორც იურისტი მივიჩნევ, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კანონი დაირღვა. ამასთან, დანაშაულია საავადმყოფოს კადრების გავრცელებაც. მოვუწოდებთ ადამიანებს 20 თებერვალს ქუჩაში გამოვიდნენ და მიხეილ სააკაშვილის გადარჩენას მხარი დაუჭირონ. ის პოლიტიკური პატიმარია. 4 იანვრის აქციების შემდეგ დასავლელმა ლიდერებმა მთავრობას სააკაშვილის მესამე ქვეყანაში გადაყვანისკენ მოუწოდეს. მიზანი მიღწეულია. 20 თებერვლის აქციების მიზანი კი ამ შედეგების უფრო გაღრმავება და მეტი დასავლელი ლიდერის ყურადღების მიქცევაა.  

"ქართულმა ოცნებამ" უნდა გადაწყვიტოს, რუსეთისკენ მიექანება, თუ დასავლური კურსი აქვს. არ დაგვავიწყდეს, რომ ზაფხულში ნატოს სამიტია, სადაც საქართველოს ამ საკითხზე ისაუბრებენ. დროა, სალომე ზურაბიშვილმა შეწყვიტოს ოპოზიციისა და პოზიციის დადანაშაულება, აიღოს პასუხისმგებლობა და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, - ამბობს ფეიგინი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი