
NATO-ს გენერალური დირექტორის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის თავდაცვის მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, ბოსნია-ჰერცოგოვინას, საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერის გაძლიერებაზე ისაუბრებენ.
როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, ეს სამი ქვეყანა NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ისინი რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშე არიან.
"ოთხშაბათს მოკავშრეები მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ კიდევ გავაგრძელოთ ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის ძალები", - განაცხადა სტოლტებერგმა.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა 14 და 15 თებერვალს გაიმართება. 14 თებერვლის შეხვედრას დაესწრება უკრაინის თავდაცვის მინისტრიც, ოლექსეი რეზნიკოვი.