
თურქეთში დაკავებების სერია დაიწყო. გაცემულია დაკავების ორდერი 100-ზე მეტ პირზე, 12 ადამიანი კი უკვე გისოსებს მიღმაა. კომპანიების მფლობელები, რომლებმაც სეისმურად აქტიურ ზონაში მაღალსართულიანი კორპუსები ააშენეს, ქვეყნის დატოვების მცდელობისას დააპატიმრეს.
უმძიმესი ტრაგედიიდან ერთი კვირაა გასული და მსხვერპლთა რაოდენობამ თურქეთსა და სირიაში 35 ათას მიაღწია და ეს არ არის საბოლოო მონაცემები. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ხალხს, რომელთა გადარჩენის შანსი მინიმალურია. ნანგრევებში ჯერ კიდევ 100-ათასი ადამიანი რჩება.
ავტორი: საბა ბუაძე